Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი კერი: პაკისტანი რეგიონული უსაფრთხებისთვის ახალ ზომებს ეთანხმება


აშშ-ის სენატორმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ პაკიტანი თანახმაა მიმართოს განსაკუთრებულ ზომებს, რათა შეებრძოლოს ექსტრემიზმს და უზრუნველჰყოს რეგიონული უსაფრთხოება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ კერიმ ეს განაცხადა ვაშინგტონში მოსმენებზე მას მერე, რაც პაკისტანში შეხვედრები ჰქონდა ამ ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, სხვათა შორის პრემიერ ზარდარისთან, ისლამაბადში. ეს იყო ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციის შემდეგ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ასეთი სტუმრობა. კერის თქმით, პაკისტანთან შეთანხმების დეტალების საჯაროდ განხილვა არ შეიძლება, მაგრამ დასძინა, რომ მათ აქვთ პოტენციალი, პაკისტანის, აშშ-ის და ავღანეთის ურთიერთობას ახალი ბიძგი მისცენ.
XS
SM
MD
LG