Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დააკავეს "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერი


ქუთაისის ცენტრში დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, წულაია, რომელიც თანაპარტიელებთან ერთად საღებავით ნაგვის ურნებზე ტოვებდა წარწერას "მიშა, წადი!" საპატრულო პოლიციამ დააპატიმრა და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანა. წულაიას დაკავების გამო "თავისუფალმა საქართველომ" ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა რეპრესირებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG