Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ერაყში აფეთქებებმა 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყში პოლიციის რეგიონულ შტაბ-ბინასთან მოწყობილი აფეთქებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 80-მდე ადამიანი დაიჭრა. საქმე ეხება სამ აფეთქებას ქალაქ ქირქუქში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, 300-მდე კილომეტრში მდებარეობს. პოლიციის ცნობით, პირველი ბომბი, რომელიც მანქანაზე იყო დამონტაჟებული, პოლიციის შტაბბინასთან, ავტომანქანების სადგომზე აფეთქდა. ცოტა ხანში, როცა ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, მეორე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი აფეთქება დაემატა იმავე ადგილის მახლობლად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სადგური ნაწილობრივ დაინგრა.
XS
SM
MD
LG