Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა უარყო ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზში მოკლული პირები კოკოითის დაცვის წევრები იყვნენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ უარყო, რომ გამთენიისას, ვლადიკავკაზში მოკლული პირები ედუარდ კოკოითის პირადი დაცვის წევრები იყვნენ. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში მოკლული ოლეგ იკაევი დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ალიმ კაბულოვი კი, ედუარდ კოკოითის ბიძაშვილი იყო. მათი მკვლელობის საქმეზე მუშაობს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი, რომლის ინფორმაციით, კაბულოვსა და იკაევს 16 ტყვია ესროლეს ვლადიკავკაზის ღამის კლუბში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას. ამავე კომიტეტის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ვლადიკავკაზის მკვიდრია, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.
XS
SM
MD
LG