Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 14 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში, ხალხით სავსე ბაზარში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და ნათელი არ არის, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული თავდასხმა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ის ირწმუნება, რომ მოკლულები ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივ გასამხედროებულ ჯგუფს, რომელიც მთავრობამ შექმნა თალიბანისაგან მოსახლეობის დასაცავად.
XS
SM
MD
LG