Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია


თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გრძელდება სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. დღევანდელ მიტინგზე გამოსვლისას კრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხვალ 12 საათიდან დაიწყება მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ, სადაც საპროტესტო აქცია ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 15 საათიდან განახლდება. სახალხო კრების წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაიბაროს.
XS
SM
MD
LG