Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დახმარებას დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართავს


ევროკავშირი გეგმავს მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს უფრო მჭიდრო დახმარება გაუწიოს დემოკრატიული რეფორმებისათვის. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთის, ჩრილოეთ აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დახმარების ვექტორის ცვლილება ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული ამბოხების ტალღამ განაპირობა. წინა პერიოდში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დემოკრატიულ ცვლილებებზე მეტად მისი ყურადღების ცენტრში იყო დახმარება სტაბილურობის პროცესში. ამჟამად ევროკავშირის დახმარების პროგრამა კონცენტრირებული იქნება მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. ევროკომისია გეგმავს 16 ქვეყნისათვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდას 2011-2013 წლებში 7 მილიარდ ევრომდე, ნაცვლად ამჟამად არსებული 1.2 მილიარდისა.
XS
SM
MD
LG