Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო: მლადიჩის ექსტრადიცია შესაძლებელია


ბელგრადის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჰააგის სამხედრო ტრიბუნალისთვის ბოსნიელ სერბთა არმიის სარდლის, რატკო მლადიჩის გადაცემის თაობაზე. მას ბრალი ედება გენოციდში, საომარ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მლადიჩი - რომელიც თითქმის 16 წლის განმავალობაში იმალებოდა - ხუთშაბათს სერბიის ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ვაჟი, დარკო - რომელმაც 68 წლის მამა დღეს ციხეში მოინახულა - აცხადებს, რომ მიმალვაში ყოფნის დროს მლადიჩს ორჯერ დაემართა ტვინში სისხლის გაჟონვა, მარჯვენა ხელი ნაწილობრივ პარალიზებული აქვს და ლაპარაკი უჭირს.
XS
SM
MD
LG