Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი საკრებულოს სპეციალური სხდომის მოწვევას მოითხოვს


თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა თინა ხიდაშელმა ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების ფაქტით დაინტერესება ადამიანის უფლებათა კომისიისგან მოითხოვა. ხიდაშელის განცხადებით, სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა ჩხარტიშვილს და სხვა პირებს არ მისცეს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება და მომენტალურად დააკავეს. თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი შსს-სა და საქალაქო სასამართლოსგან ითხოვს გამოაქვეყნონ უშუალოდ დაკავებისა და საქმის განხილვის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. თინა ხიდაშელი მომხდარს აფასებს 26 მაისის მოვლენების გაგრძელებად და თბილისის საკრებულოსგან მოითხოვს სპეციალური სხდომის მოწვევას და დედაქალაქის პოლიციის უფროსის მოსმენას.
XS
SM
MD
LG