Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევის წინასწარი შედეგებით, იკოლის ინფექცია ღივებით არ გავრცელებულა


ევროპაში იკოლის ბაქტერიის გავრცელების მიზეზთა კვლევის წინასწარი შედეგებით, არ მართლდება ვერსია, რომ ეპიდემია გამოიწვია ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი ფერმაში მოყვანილმა ღივებმა. გერმანიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო დღეებში მიმდინარეობს კვლევა ვარაუდთან დაკავშირებით, რომ იკოლის ბაქტერია ამ ფერმაში მოყვანილი ბოსტნეულის ღივებით გავრცელდა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპის ცენტრის ბოლო მონაცემებით, იკოლის ბაქტერიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 2000-მდე ადამიანი დააავადა. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ ევროპაში იკოლის ბაქტერიის გავრცელების გამო ბოსტნეულის მწარმოებელთა დაზარალების პრობლემაზე მოსალაპარაკებლად. ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა, მაგრამ ესპანეთში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიები ასობით მილიონი ევროთი დააზარალა თავდაპირველად გამოთქმულმა არასწორმა ვარაუდმა, თითქოს ეპიდემია ესპანეთში მოყვანილი კიტრით იყო გამოწვეული.
XS
SM
MD
LG