Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა "გადამჭრელი" ზომების მიღებას აპირებს


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ „გადამჭრელ“ საპასუხო ზომებს მიმართავს მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურის 120 თანამშრომელი დაიღუპა ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. შინაგან საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ ალ-შაარის განცხადებით, „სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა სამოქალაქო და სამხედრო პირთა სიცოცხლის დაცვა და დაცვა სამთავრობო შენობებისა, რომლებიც ხალხს ეკუთვნის. ჩვენ მივმართავთ ძლიერ და გადამჭრელ ზომებს, კანონის შესაბამისად, და არ ვიქნებით ჩუმად, როცა შეიარაღებული თავდასხმები ხორციელდება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“. ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში ორშაბათს მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შემოწმება ვერ ხერხდება, რადგან უცხოურ მედიას, პრაქტიკულად, არ ეძლევა ინფორმაციის ადგილზე მოპოვების შესაძლებლობა. სირიელი ოპოზიციონერები შიშობენ, რომ მთავრობა ამზადებს პირობებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგ უფრო მკაცრი რეპრესიების განსახორციელებლად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალენ ჟუპეს განცხადებით, პრეზიდენტმა ალ-ასადმა დაკარგა სირიის მართვის უფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობით, რომელსაც, უფლებადამცველების განცხადებით, 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა.
XS
SM
MD
LG