Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ტრიპოლიზე იერიშს განაგრძობს


ნატოს საჰაერო ძალები განაგრძობენ ტრიპოლიში ობიექტების დაბომბვას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტენსიური საჰაერო შეტევა სამშაბათს ღამით დაიწყო და ოთხშაბათს დილამდე გასტანა. თითოეულ ობიექტი საათში რამდენჯერმე იბომბებოდა. მუამარ კადაფის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს თვითმფრინავებიდან იერიშს 31 ადამიანი, მათ შორის - მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა კადაფის აუდიო-მიმართვა. მან დაგმო ნატოსა და ლიბიელ მეამბოხეთა მოქმედება და განაცხადა, რომ არასდროს დანებდება. ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ნატომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ლიბიაში და კადაფის მიერ ძალაუფლების დათმობა ”დროის საკითხია”.
XS
SM
MD
LG