Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ცაგარეიშვილმა აქციის დამრბევთა მფარველობაში დაადანაშაულა დავით ბაქრაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 26 მაისის აქციის დარბევის გამო დამნაშავეთა მფარველობაში დაადანაშაულა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დავით ბაქრაძეს 26 მაისს დაკავებულთა მონახულების ნებართვა მაისის ბოლოს სთხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ "შეთქმულებასთან, სახელმწიფო გადატრიალების მზადებასა და ბურჯანაძის ესკორტთან დაკავშირებით სასურველი ჩვენებების მისაღებად წინასწარი დაკავების იზოლატორებში პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება."
XS
SM
MD
LG