Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი არ აპირებს მესამე ვადით კენჭისყრას


ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად მესამე ვადით დარჩენას სთხოვს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც შესაბამისი რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერები შეაგროვა და ამჟამად ადგილობრივი უმაღლესი სასამართლოს დასკვნას ელის. დასკვნა დღეს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა კოკოითიმ გასულ საღამოს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტად მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. თავის მხრივ, საინიციატივო ჯგუფმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ედუარდ კოკოითის ეროვნულ ლიდერს უწოდებს და მიმართავს, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინოს და პრეზიდენტად დარჩენას დათანხმდეს. საინიციატივო ჯგუფი ირწმუნება, რომ მისი მიზანია არა მხოლოდ კოკოითის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება, არამედ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთთან კავშირის კიდევ უფრო განმტკიცების კურსის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG