ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს განაცხადა, რომ, საპროტესტო აქციების ჩატარების შემთხვევაში, მკაცრ ზომებს მიმართავს მათ წინააღმდეგ. კვირას ბელორუსიის მილიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მძღოლების აქცია პოლონეთთან საზღვარზე. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაუქმდეს შეზღუდვა, რომელიც ბელორუსიიდან საწვავისა და სხვა პროდუქციის გატანაზე დაწესდა. ლუკაშენკომ დღეს „სპეკულანტები“ უწოდა აქციის მონაწილეებს.
ყველაზე პოპულარული
1