ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანახმად, ის არ აპირებს სერბიაზე ზეწოლის მოხდენას ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ სურს გააფართოოს კავშირები ამ ქვეყანასთან, რომელიც 1999 წელს დაბომბა. გენერალმა სტეფან აბრიალმა, ნატოს ერთ-ერთი სტრატეგიული, ტრანსფორმაციის შტაბბინის მეთაურმა, განაცხადა, რომ სერბია რეგიონული სტაბილურობის საკვანძო ფაქტორია, რომელთანაც ალიანსი მზად არის ითანამშრომლოს, რისი ინტენსიურობაც სერბიაზეა დამოკიდებული. აბრიალმა ეს სერბიაში ნატოს შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის მიმართ საპროტესტო გამოსვლებისას ნაციონალისტურად განწყობილმა პირებმა დაწვეს ნატოს დროშა, მათ ხელში ეჭირათ ნატოს საწინააღმდეგო ლოზუნგები. სერბიის თავდაცვის მინისტრმა, დრაგან სუტანოვიჩმა თქვა, რომ სერბიას ახსოვს წარსულის ემოციები, მაგრამ მომავლისკენ იყურება. ნატომ სერბიის დაბომბვა 1999 წელს დაიწყო, რათა ამ ქვეყნის არმიის იერიში შეეჩერებინა კოსოვოს სეპარატისტებზე. იერიშებს ასობით ადამიანი შეეწირა, განადგურდა სერბიის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.
ყველაზე პოპულარული
1