Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის


საბერძნეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის დასაშლელად პარლამენტის შენობასთან ათენში, რომლის ცენტრშიც დღეს ათასობით დემონსტრანტმა ჩაიარა და პროტესტი გამოთქვა საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგ ზომებთან დაკავშირებით. პარლამენტთან დემონსტრანტების რამდენიმე ჯგუფსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება დაიწყო დედაქალაქში 20 000-კაციანი მიტინგის ფონზე. ამასობაში, საბერძნეთის წამყვანმა პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუმ უნდა განახორციელოს ახალი გეგმა, რომელიც გადასახადების გაზრდას, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების პროვატიზაციას ითვალისწინებს და რომლის გარეშეც საბერძნეთს დახმარების მიწოდებას არ გაუგრძელებენ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდით. მათ მიერ კრედიტის მორიგი, 110 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშის გამოყოფა დამოკიდებულია საბერძნეთის მთავრობის ახალი, 2012-2015 წლების პროგრამის დამტკიცებაზე.
XS
SM
MD
LG