Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეხვედრებს მართავს რუსეთის პრეზიდენტის წარგზავნილი


დღეს ტრიპოლიში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, მიხაილ მარგელოვი, რომელსაც მუამარ კადაფის მთავრობასთან მოლაპარაკება ევალება. გეგმა ითვალისწინებს შეხვედრებს ლიბიის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და მთავრობის ზოგ სხვა წევრთან. მარგელოვს, რომელიც აფრიკაში მედვედევის წარგზავნილია, გასულ კვირაში აქვს ნათქვამი, რომ პრეზიდენტს მისთვის არ დაუვალებია თვით მუამარ კადაფისთან შეხვედრა. ამასთან მარგელოვი გასულ თვეში ლიბიელ მეამბოხეებთან მოლაპარაკების საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ისინი შესაძლოა, დაყაბულდნენ კადაფის ლიბიაში დარჩენას, თუ ის ძალაუფლებაზე უარს იტყვის და პოლიტიკიდან წავა.
XS
SM
MD
LG