Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და საქართველო გამართავენ დიალოგს ადამიანის უფლებებზე


20 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი, რომლის განსახილველ საკითხებს შორისაც იქნება 26 მაისის მოვლენები და შეფასება ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG