Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: სოფელ ღარში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალში იმყოფებიან


პირველადი ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე, რომლებიც რუსეთის სამხედროებმა დააკავეს, ცხინვალში არიან გადაყვანილი - იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვებსაიტზე. სამინისტროს ცნობით, 18 ივნისის საღამოს რუსეთის სამხედროებმა დააკავეს ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი. „ქართველები და ოსები რელიგიურ დღსასწაულ საჯვარეობას საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღსასწაულისას მოსახლეობა სტუმრობს ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას წმინდა გიორგის სალოცავების სიახლოვეს დააკავეს“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG