Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა


ბადრი ბიწაძეს დღეს წინასწარი პატიმრობა მის დაუსწრებლად შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 19 ივნისს მიმართა საქართველოს პროკურატურამ. მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა გამოიწვია ბადრი ბიწაძის მიერ გირაოს პირობების დარღვევამ. წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში ბრალდებული ბადრი ბიწაძისგან პროკურატურამ თავდაპირველად მოითხოვა 100 000 ლარის გირაოს გადახდა, რომლის ვადაც 7 ივნისს ამოიწურა. თავად ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია და მისი ძებნა სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG