Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხიდების მშენებელი“ ბან კი მუნი გაეროს მეორე ვადით უხელმძღვანელებს


ბან კი მუნი
ბან კი მუნი
ბან კი მუნს, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან იმყოფება, გარანტირებული აქვს ამ ორგანიზაციის გაძღოლა მორიგი ხუთი წლის ვადით. ამის თქმის საფუძველს იძლევა გაეროს განვლილი 66 წლიანი ისტორია, რომლის მანძილზეც არ ყოფილა შემთხვევა, რომ გენერალურ ასამბლეას არ აერჩიოს გაეროს ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი. რაც შეეხება მოღვაწეობის პირველ ხუთ წელიწადს, ბან კი მუნმა დაადასტურა, რომ იგი უნარიანი მომლაპარაკებელი და, მისსავე სიტყვებს თუ ვიხმართ, „ხიდების მშენებელი“ პოლიტიკოსია.

21 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბან კი მუნი მეორედ აირჩია გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე. 67 წლის ჩრილოეთკორეელმა დიპლომატმა ორგანიზაციის პატივისცემა დაიმსახურა მის მიერ კლიმატის შეცვლაში, ბირთვულ განიარაღებასა და ქალთა პრობლემის გადაჭრაში შეტანილი წვლილით. თუმცა მას კრიტიკაც ბევრჯერ მოუსმენია იმის გამო, რომ ჯეროვანი რეაგირება ვერ მოახერხა გავლენიან სახელმწიფოებში - რუსეთსა და ჩინეთში - ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. ბან კი მუნის გენერალური მდივნობის მეორე ვადა კი ოფიციალურად 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG