Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში გასცეს კადაფის დაპატიმრების ორდერი


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად უყენებენ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს და სამოქალაქო პირებზე იერიშების შესახებ განკარგულების გაცემას მას შემდეგ, რაც წელს, თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო ამბოხება მისი მმართველობის წინააღმდეგ. ჰააგაში განთავსებულმა სასამართლომ გასცა ასევე კადაფის ვაჟიშვილის, საიფ ალ-ისლამისა და ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, აბუდალ ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერები. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ლიბიელი მეამბოხეების ლიდერები. ვარაუდობენ, რომ ათასობით ადამიანი შეიწირა კონფლიქტმა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება ნატოს საჰაერო კამპანიის მიუხედავად. ალიანსის საჰაერო ოპერაციების მიზანია ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის დაცვა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
XS
SM
MD
LG