Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ქუთაისში გადატანა გააპროტესტა ლეიბორისტულმა პარტიამ


საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა დღეს კვლავ გააპროტესტეს ლეიბორისტულმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერებმა. ვახტანგ გორგასლის ძეგლთან გამართულ აქციაზე ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტისა და სხვა უწყებების თბილისიდან გადატანით, დედაქალაქს გეოპოლიტიკური სტატუსი დაუკარგა, რაც ისტორიული დანაშაულია. ნათელაშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში შეცვლის და პარლამენტს კვლავ თბილისში დააბრუნებს.
XS
SM
MD
LG