Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოთხშაბათს 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს


ბელორუსი უფლებადამცველების ცნობით, 400 დემონსტრანტი დააკავეს ოთხშაბათს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართული ანტისამთავრობო აქციების მსვლელობაში. ორგანიზაცია „ვიასნას“ მონაცემებით, სულ ცოტა, 180 ადამიანი იქნა დაპატიმრებული მინსკში, ხოლო 220 - სხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე, რომელთა ორგანიზატორიც იყო საინტერნეტო ჯგუფი სახელწოდებით „რევოლუცია სოციალური ქსელით“. განვლილი თვის მანძილზე უკვე მეექვსედ გაიმართა ასეთი აქციები.
XS
SM
MD
LG