Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია სკანდალთან დაკავშირებით გადადგა რუბერტ მერდოკის მაღალი რანგის თანამშრომელი


რებეკა ბრუკსი - რუპერტ მერდოკის „ნიუს კორპორეიშნის“ მაღალი რანგის ბრიტანელი თანამშრომელი - გადადგა კომპანიის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ბრუკსმა, რომელიც სათავეში ედგა „ნიუს ინტერნეიშნელს“ - რომლის ჰოლდინგში შედის გაზეთები „ტაიმს ოვ ლანდონი“ და „სანი“, ასევე ტელეკომპანია „სკაი ნიუსი“ - თავისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა. ბრალდებების თანახმად, მერდოკის რამდენიმე პუბლიკაციის ჟურნალისტები - მათ შორის ახლახან დახურული ტაბლოიდის, „ნიუს ოვ ზი უორლდის“ თანამშრომლები - უკანონოდ ისმენდნენ ათასობით ადამიანის - მათ შორის ხელისუფლების, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, დანაშაულებებისა და ტერაქტების მსხვერპლთა სატელეფონო საუბრებს დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში. ასევე მიმდინარეობს გამოძიება „ნიუს კორპორეიშნის“ ტაქტიკაზე შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG