Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის მონიტორინგის პროცესი დაიწყო


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით საქართველოში მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო. ცენტრალური და რეგიონალური პრესისა და მაუწყებლობის მონიტორინგი, რომელსაც შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, სოციალური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. შედეგები ოქტომბერში გახდება ცნობილი. 15 ივლისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს მონიტორინგის კონკრეტული მიმართულებები და მეთოდოლოგია გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG