Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი კავკასიას სტუმრობს


პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი თავის მოგზაურობას კავკასიის ქვეყნებში დღეს იწყებს აზერბაიჯანში ვიზიტით, სადაც ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სხვა ოფიციალური პირებს ხვდება. ევროკავშირის და ნატოს წევრმა პოლონეთმა ივლისში ჩაიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. კომოროვსკი ბაქოში პოლონეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე მოელაპარაკება მასპინძლებს. საუბარი შეეხება აზერბაიჯანიდან ნავთობის მიწოდებას პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა წევრებისთვის. აზერბაიჯანიდან კომოროვსკი საქართველოში და შემდეგ კი, სომხეთში ჩავა.
XS
SM
MD
LG