Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველების ცნობით, სირიაში რვა სამოქალაქო პირი მოკლეს


უფლებადამცველების ცნობით, სირიელმა ჯარისკაცებმა და უშიშროების ძალებმა რვა სამოქალაქო პირი მოკლეს დამასკის მახლობლად მდებარე ქალაქ კანაკერში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ცენტრის ინფორმაციით, ქალაქში ტანკები და ბულდოზერი შევიდნენ და ადგილობრივმა მოსახლეებმა სცადეს მათი შეჩერება ბარიკადების აგებით და ქვების სროლით. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი უხეშ ძალას მიმართავს მის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩასახშობად. აქტივისტების ცნობით, 1600-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც დემონსტრაციები დაიწყო ამ ოთხი თვის წინ.
XS
SM
MD
LG