Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის 3 წლისთავს აღნიშნავენ ცხინვალში


აგვისტოს ომის დაწყებიდან 3 წლისთავს აღნიშნავენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. სააგენტო ”რესი” იუწყება, რომ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ცხინვალის ცენტრში, სადაც შეკრებილებს ედუარდ კოკოითიმ მიმართა. სააგენტოს მოჰყავს კოკოითის სიტყვები იმის შესახებ, რომ დღეს იხსენებენ ”ცხინვალის დამცველ რუს მეომრებს, რომლებმაც ოსი ხალხი გენოციდისგან იხსნეს.” სააგენტო ”რესის” ცნობითვე, დღეს მიტინგი გაიმართა ცხინვალში დისლოცირებულ მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზეც, რომლის მეთაურის ალექსანდრ შუშუკინის განცხადებით, ”ოსმა ხალხმა აგრესორი რუს ძმებთან ერთად დასაჯა”.
XS
SM
MD
LG