Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ავღანეთში სამხედრო ამოცანის დაჩქარების პირობას დებს


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ, 30 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ, აშშ-ი კიდევ უფრო დააჩქარებს ამოცანის შესრულებას ავღანეთში. შაბათს, სავარაუდო თალიბების მიერ სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდების შემდეგ, ავღანეთში ვარდაკის პროვინციაში 30 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ელიტური სამხედრო-საზღვაო ძლების სპეცრაზმის წევრები იყვნენ. თეთრ სახლში ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ობამამ აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „გაგრძელდება ძალაუფლების გადაცემის პროცესი უფრო გაძლიერებული ავღანეთის მთავრობისათვის, ხოლო ავღანეთიო არ გადაიქცევა ტერორისტების სამოთხედ.“ 30 ამერიკელი ჯარისკაცის გარდა, სამხედრო-სატვირთო ვერტმფრენის ჩამოგდებას შვიდი ავღანელი ჯარისკაცის ემსხვერპლა. ინცინდენტს უწოდეს ყველაზე სისხლიანი მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო კოალიციამ სამხედროს ოპერაცია წამოიწყო.
XS
SM
MD
LG