Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, დღეს, ყოველკვირეული მუსულმანური ლოცვის დროს, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ხელისუფლების თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. აფეთქება მოხდა ხიბერის ოლქში, სადაც ასობით მლოცველი იყო შეკრებილი მეჩეთში. ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფაზალ ხანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა და 85-მდე დაიჭრა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე. ეს რეგიონი თალიბების აქტიურობით აღინიშნება.
XS
SM
MD
LG