Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაეროს კომისია ჩავიდა ქვეყანაში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების შესაფასებლად


სირიაში გაეროს კომისია ჩავიდა ქვეყანაში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების შესაფასებლად. რამდენიმე თვეა, სირიაში გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელთა ჩახშობას ხელისუფლება უშიშროების ძალებისა და არმიის მეშვეობით ცდილობს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სულ ცოტა ორი ათასი ადამიანი დაიღუპა. სირიაში შექმნილი ვითარება მსოფლიო თანამეგობრობის ღრმა შეშფოთებას იწვევს. აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ლიდერებმა ასადს გადადგომისკენ მოუწოდეს და მის რეჟიმს დამატებითი სანქციები დაუწესეს ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ნაბიჯებისთვის. როგორც მოსალოდნელია, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დღეს ტელევიზიით გამოვა ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაფასებლად. ამის შესახებ სირიის ოფიციალური სააგენტო სანა იტყობინება. როგორც ვარაუდობენ, ის თავის უახლოეს გეგმებზე ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG