Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ავღანეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებებსა და თავდასხმებს


კვირას ავღანეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებებსა და თავდასხმებს. სამხრეთში მდებარე პროვინცია ჰელმანდში მოკლულია რაიონის პროკურორი. ბოროტმოქმედები მიიმალნენ. ჯერჯერობით არავის აუღია მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამავე პროვინციაში, ნავზადის რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია კუნარში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად 9 ადგილობრივი მოსახლეა დაჭრილი. ქალაქ ყანდაარში დააპატიმრეს 10 წლის ბიჭი, რომელსაც თვითმკვლელური ტერაქტის განხორციელება სურდა. ის სამი თვის წინ გაიტაცეს პაკისტანიდან და მეამბოხეთა ბანაკში სპეციალური მომზადება გაიარა. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთისა და საერთაშორისო კონტინგენტის ერთობლივი რეიდების შედეგაკდ მოკლულია 6 მეამბოხე, ერთი დაჭრილია და 57 - დაკავებული.
XS
SM
MD
LG