ბრიტანელი პარლამენტარი, დენის მაკშეინი მთავრობას მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან კავშირში. მაგნიტსკი მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა 2009 წელს. მაკშეინის აზრით, ბრიტანეთმა უნდა მიმართოს ზომას, რომელსაც უკვე მიმართა შეერთებული შტატების მთავრობამ - კერძოდ, ვიზებზე უარი უთხრას მაგნიტსკის სიკვდილთან სავარაუდო კავშირის მქონე 60 რუს ოფიციალურ პირს. ამ საკითხზე მაკ შეინმა ისაუბრა ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში.
ყველაზე პოპულარული
1