Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში გაათავისუფლეს ოთხი ოპოზიციონერი


ბელორუსიაში გაათავისუფლეს ოთხი ოპოზიციონერი, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ისინი პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა. პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ოთხი მამაკაცი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ აღიარეს დანაშაული - მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციებში, რომლებიც მოჰყვა არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკოს გამოცხადებას. თუმცა, ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, ალეჰ ჰნედჩიკმა ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურს უთხრა, რომ ხელი არ მოუწერია აღიარებისათვის. აქტივისტების გათავისუფლებას წინ უძღოდა ლუკაშენკოს დაპირება, რომ გამოუშვებენ ყველა პოლიტიკურ პატიმარს - ამ დაპირებას მიესალმა ევროკავშირი, რომლის განცხადებითაც, ბელორუსიას მხოლოდ ყველა პოლიტიკური პარტნიორის გათავისუფლების შემთხვევაში მოეკიდებიან, როგორც სერიოზულ პარტნიორს. 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მორიგი ვადით გამარჯვების შემდეგ, ბელორუსიაში დააკავეს 700-ზე მეტი ადამიანი, საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათგან თითქმის 20 რჩება ციხეებში, მათ შორის პრეზიდენტობის სამი ოპოზიციონერი კანდიდატი.
XS
SM
MD
LG