Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას


სირიელი აქტივისტები მორიგი აქციებისაკენ მოწოდებით გამოდიან მიუხედავად ძალადობისა, რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართავენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უშიშროების ძალები. გაეროს მონაცემებით, 2200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული სირიაში მარტში დაწყებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად. დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ემბარგოს აწესებს სირიიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს მოუწოდა ევროპისა და სხვა ქვეყნებს, მეტი სანქცია დაუწესონ სირიას და ამით გაზარდონ ზეწოლა ბაშარ ალ-ასადზე, რათა ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს.
XS
SM
MD
LG