Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი მოელის აშშ-ის ეკონომიკის ნელ ზრდას


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ რობერტ ზელიკის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა, სავარაუდოდ, ნელი ტემპით გაიზრდება, მაგრამ თავიდან აიცილებს რეცესიას. მაღალი იქნება უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამჟამად ევროპა უფრო რთული ამოცანების წინაშე დგას, ვიდრე ამერიკა. ზელიკმა სინგაპურში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ევროპაში ვალებით გამოწვეული კრიზისი ქმნის მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის შემცირების საფრთხეს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის წევრებისათვის შესაძლოა, საჭირო იყოს ფისკალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მთავრობების მიერ თავიანთი ბიუჯეტების კონტროლის ნაწილობრივ დათმობას, რათა ხარჯვის პოლიტიკა კოორდინირებული იყოს ევროზონაში შემავალ ქვეყნებს შორის.
XS
SM
MD
LG