Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აშშ-ის საელჩო ადასტურებს თალიბანის თავდასხმის ფაქტს


ავღანეთში აშშ-ის საელჩო ადასტურებს, რომ ექსტრემისტებმა ქაბულში, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს იერიში, თუმცა საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. თალიბანის განცხადებით, მისმა რამდენიმე მებრძოლმა, მათ შორის თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს იერიში ქაბულის ცენტრში. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს (აისაფს) არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ იერიში მისი შტაბ-ბინის წინააღმდეგაც იყო მიმართული. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ მეამბოხეები მაღალსართულიანი მშენებარე სახლიდან ესროდნენ უსაფრთხოების განსაკუთრებით მკაცრი ზომებით დაცულ რაიონს, რომელშიც მდებარეობს შეერთებული შტატების საელჩო და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები.
XS
SM
MD
LG