Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპანდრეუმ გააუქმა აშშ-ში ვიზიტი საბერძნეთში საფინანსო კრიზისის გამო


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ გააუქმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი საბერძნეთში საფინანსო კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებით. პაპანდრეუ უნდა დასწრებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ნიუ-იორკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრას, მაგრამ, ოფიციალური პირების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ლონდონში იყო ჩასული გზის ნიუ-იორკისაკენ გასაგრძელებლად, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა ფინანსთა მინისტრ ევანგელოს ვენისელოსთან კონსულტაციების შემდეგ. ცნობების თანახმად, ეჭვს იწვევს, ასრულებს თუ არა საბერძნეთი მოთხოვნებს, რომლებიც მას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წაუყენეს საგანგებო ფონდიდან რვა მილიარდი ევროს მისაწოდებლად. საბერძნეთისთვის მომზადდა დახმარების ორი პაკეტი - 109 მილიარდი და 110 მილიარდი ევროს ოდენობით. სანაცვლოდ საბერძნეთმა უნდა განახორციელოს ზომები საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი მკვეთრი ზომები, რათა მიიღოს დახმარება და თავიდან აიცილოს დეფოლტი.
XS
SM
MD
LG