Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიის მეთაურმა ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, პაკისტანის არმიის მეთაურმა, გენერალმა აშფაქ ფერვეზ ქაიანიმ გააუქმა თავისი ვიზიტი ლონდონში. ეს მოხდა აშშ-თან მზარდი კამათის ფონზე, რაც უკავშირდება პაკისტანის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიმართ ბრალდებას, რომ ის შეიარაღებულ მეამბოხეებს დაეხმარა ავღანეთში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმაში. სამინისტროს არ დაუზუსტებია ვიზიტის გაუქმების მიზეზი. ადრე ის იუწყებოდა, რომ ქაიანი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ლაიამ ფოქსს პირადად უნდა შეხვედროდა. აშშ-ის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, მაიკ მალენმა, გასულ კვირაში გამოთქვა ბრალდება პაკისტანის დაზვევრის სამსახურის მიმართ, რომ უწყება მხარს უჭერდა ავღანელ მეამბოხეთა ჯგუფს, რომელიც ეჭვმიტანილია 13 სექტემბერს ავღანეთში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ქაიანიმ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
XS
SM
MD
LG