Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ ავღანეთში ორი კაცი მოკლა


თვითმკვლელმა მოიერიშე ავტომანქანის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მოკლა სამხრეთ ავღანეთში ადგილობრივი პოლიციის შენობის წინ. ოფიციალური ინფორმაციით დაიჭრა 20 კაცზე მეტი, ჰელმანდის პროვინციის მთავრ ქალაქ ლაშქარ გახში. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთის აღნიშნულ ქალაქზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადასცა.
XS
SM
MD
LG