Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი ვერ ახერხებს მოთხოვნილ საბიუჯეტო მაჩვენებელზე გასვლას


მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მთავრობამ შეამცირა 2011-2012 წლის საბიუჯეტო ხარჯები, ქვეყანა ვერ ახერხებს მიაღწიოს საბიუჯეტო დეფიციტი იმ დონეს, რაც ევროკომისიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაუდგინეს. ადრე ამ მაჩვენებლის მიღწევა საბერძნეთისათვის დახმარების ახალი პაკეტის მიღების აუცილებელ პირობად სახელდებოდა. ევროზონის 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში ერთმანეთს ხვდებიან, რათა განიხილონ საბერძნეთისათვის მორიგი დახმარების საკითხი. საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება შიში, რომ საბერძნეთი იძულებული გახდება გამოაცხადოს დეფოლტი ვალის ვალდებულებათა გამო. დრეს დილით აზიისა და ევროპის ფინანსურ ბაზრებზე მკვეთრი დაცემა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG