Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: ევროპის მხარდაჭერის დადასტურებაა ნიკოლა სარკოზის ვიზიტი


თბილისში, თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საფრანგეთის სურვილი იყო, რომ მსგავსი სახით მომხდარიყო საზოგადოებასთან ნიკოლა სარკოზის კომუნიკაცია. მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსადმი ევროპის მხარდაჭერის დადასტურებაა და გარდამტეხი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში პრეზიდენტი სარკოზი თბილისს 7 ოქტომბერს ეწვევა.
XS
SM
MD
LG