ევროპის ქვეყნების ავტორობით შევიდა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას საშუალებას მისცემდა სირიის რეჟიმის მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობაზე დამსჯელი ქმედებით ეპასუხა. მაგრამ საბჭოს წევრებმა - რუსეთმა და ჩინეთმა - რეზოლუციას ვეტო დაადეს. ამ აქტმა აშშ აღაშფოთა.
ოთხი ოქტომბრის სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცხრამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს. თავი შეიკავა ინდოეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ბრაზილიამ და ლიბანმა. საკითხი გავიდოდა ამ ბალანსის პირობებში, რომ არა მუდმივი წევრების - ჩინეთის და რუსეთის - ვეტო. დოკუმენტი ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და პორტუგალიამ მოამზადეს. ეს ქვეყნები შეეცადნენ რეზოლუცია რბილი ყოფილიყო, რათა ვეტოს დადება თავიდან აეცილებინათ. მასში არ იყო სანქციებზე ლაპარაკი, ის მხოლოდ „მიზანდასახული ზომებით“ ემუქრებოდა სირიას. კენჭისყრის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში სუზენ რაისმა ვაშინგტონის აღშფოთება გამოხატა:
„აშშ აღშფოთებულია იმით, რომ საბჭომ საერთოდ ვერ მოახერხა სათანადო პასუხი გაეცა ამ მორალური გამოწვევისა და რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ მზარდი მუქარისთვის. საბჭოს ზოგიერთი წევრი კვირების წინ ესწრაფვოდა დაესუსტებინა და გაეშიშვლებინა ეს ტექსტი, რომელიც ასადის სისასტიკისგან დაიცავდა უდანაშაულო მოქალაქეებს.“
კენჭისყრის შემდეგ, როცა სირიის წარმომადგენელი გაეროში ბაშარ ჯაფაარი გამოვიდა სიტყვით, რაისმა და ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალ გრანტმა პროტესტის ნიშნად უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვეს. გაერო ვარაუდობს, რომ მარტის შემდეგ სირიაში გამოსვლების დროს 2 700 ადამიანი დაიღუპა. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ის რეფორმებს ატარებს და არეულობაში შეიარაღებულ ბანდებს ადანაშაულებს. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ სანქციების ულტიმატუმით სირიის ხელისუფლების მუქარა მიუღებელი იყო:
„დღეს უარყოფილი პროექტი ძალიან განსხვავებულ ფილოსოფიაზე, დაპირისპირების ფილოსოფიაზე იყო დაფუძნებული. ვერ დავეთანხმებით დამასკოს ამ ცალმხრივ დადანაშაულებას. მიუღებლად მივიჩნევთ სირიის მიმართ სანქციების გამოყენებით ულტიმატურ მუქარას. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საერთოსირიული სახელმწიფო დიალოგის საფუძველზე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპს.“
მოსკოვმა ადრე განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი არ შეიცავდა გარედან სამხედრო ჩარევის თავიდან აცილების პასაჟს. ჩინეთის აზრით, რეზოლუცია სირიის საშინაო საქმეებში ჩარევა იქნებოდა და კიდევ უფრო გააუარესებდა ვითარებას. მოსკოვიც და პეკინიც თვლინდნენ ერთხმად, რომ რეზოლუცია, რომელიც გარედან სამხედრო ჩარევის ნებას იძლეოდა, ლიბიის შემთხვევაში ნატომ ბოროტად გამოიყენა და კადაფის რეჟიმი დაემხო. აშშ-ის ელჩმა, რაისმა, ამ არგუმენტს უწოდა იაფფასიანი ეშმაკობა, რომლის ავტორები, მისი თქმით, იარაღს უფრო მიჰყიდიდნენ სირიის რეჟიმს, ვიდრე სირიის ხალხს მხარში ამოუდგებოდნენ. ვეტოთი უკმაყოფილება გამოხატეს საფრანგეთის და ბრიქტანეთის ელჩებმაც.
ეს რუსეთ-ჩინეთის პირველი ერთობლივი ვეტო იყო 2008 წლის შემდეგ, როცა ისინი ზიმბაბვის მიმართ სანქციებს აღუდგნენ წინ.
აშშ აღშფოთებულია იმით, რომ საბჭომ საერთოდ ვერ მოახერხა სათანადო პასუხი გაეცა ამ მორალური გამოწვევისა და რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ მზარდი მუქარისთვის...