Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეტა“ ასრულებს ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის შეიარაღებულ ბრძოლას


ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაციამ, „ეტამ“ დღეს გამოაცხადა, რომ ასრულებს 43 წლიან შეირაღებულ ბრძოლას დამოუკიდებობისთვის და მოუწოდა საფრანგეთს და ესპანეთს დაიწყონ მოლაპარაკება. „ეტამ“ იანვარში გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ დღემდე არ უარყვია იარაღით ბრძოლა, როგორც ბასკეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიღწევის საშუალება, რაც ესპანეთის მთავრობის მთავარი მოთხოვნა იყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, როდრიგეს საპატერომ "ეტას" ნაბიჯს უწოდა „დემოკრატიის გამარჯვება“. 1960-იანი წლებიდან ამ ორგანიზაციის მიერ მოკლული იქნა 829 ადამიანი. ესპანეთში, საერთოდ ევროკავშირში და აშშ-ში, „ეტა“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG