Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრის დროს დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე სამშობლოში იმყოფება


თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე ქეთევან გულაშვილი და ლია ბორაშვილი უკვე სამშობლოში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა ტრაბზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ. მისივე ცნობით, ჯერჯერობით თურქეთში რჩება საქართველოს კიდევ ერთი დაშავებული მოქალაქე მაკა პაპასკირი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, უახლოეს ხანში ტრაბზონში გაამგზავრებენ და სამშობლოში საკონსულოს დახმარებით დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG