Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკო კენჭს უყრის მასში პალესტინელთა გაწევრიანების საკითხს


იუნესკო (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) დღეს კენჭს უყრის პალესტინელების თხოვნას, ამ ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. საკითხის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში, იუნესკომ შესაძლოა, დაკარგოს მილიონობით დოლარის დაფინანსება შეერთებული შტატებისაგან. პალესტინელების თხოვნა იუნესკოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ არის ნაწილი ძალისხმევისა, რომლის მიზანიცაა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. გასულ თვეში პალესტინელებმა გაეროს მიმართეს სრულუფლებიან წევრად მიღების თხოვნით. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს გაეროში პალესტინელების სრულუფლებიანი წევრობის დასაბლოკად, იუნესკოში კი ვეტოს უფლება არ მოქმედებს და კენჭისყრის დროს საკმარისია ორი მესამედის უმრავლესობის მიპოვება, ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. მოელიან, რომ იუნესკოს 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები დღეს, პარიზის კონფერენციაზე უყრიან კენჭს პალესტინელების საკითხს.
XS
SM
MD
LG