Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აღნიშნავენ აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის მორიგ წლისთავს


ირანში თეირანში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის 32-ე წლისთავს აღნიშნავენ. თეირანში მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია მიმდინარეობს ანტიამერიკული ლოზუნგებით. 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციიდან რამდენიმე თვეში აიათოლა ჰომეინის რადიკალური მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ და 444 დღის განმავლობაში ამერიკის 50-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდათ დატყვევებული. შედეგად ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
XS
SM
MD
LG