Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ვმო-ს შესახებ საქართველო-რუსეთის შეთანხმება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად თბილისისა და მოსკოვის მიერ შეთანხმების ხელმოწერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას მიულოცა. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჯო ბაიდენი შეთანხმების ხელმოწერას მიიჩნევს ისტორიულ ნაბიჯად, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური კავშირები და დაეხმაროს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო-რუსეთის შეთანხმება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის იქნება. ჯო ბაიდენის განცხადებით, საქართველოსთვის პირველად იქნება სრულად გამჭვირვალე რუსეთიდან ვაჭრობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლით. ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს შეთანხმების შესრულებას.
XS
SM
MD
LG